სადაზღვევო კომპანიებს ზარალის ანაზღაურება გაეზარდათ

image

17 სადაზღვევო კომპანიამ 2018 წლის II კვარტალში 135,79 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურა,რაც 2017 წლის II კვარტლის მონაცემს 19,49 მილიონი ლარით აღემატება. 

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, II კვარტალი ყველაზე ზარალიანი კომპანია „ჯიპიაისთვის“ გამოდგა, რომელსაც 37,48 მილიონი ლარის ზარალის ანაზღაურება მოუხდა.

ანაზღაურებული ზარალის მოცულოით მეორე ადგილზე “იმედი L”-ია, ამ კომპანიას პირველ 6 თვეში 19,29 მლნ ლარის ზარალის ანაზღაურება მოუწია, მესამე პოზიციაზე 18,56 მილიონის ზარალის ანაზღაურებით „ალდაგია“.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი