საქართველოში ავტომობილების დაზღვევის მაჩვენებელი იზრდება

image

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის II კვარტალში ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 5,9პროცენტი დაზღვეულია, მაშინ როცა I კვარტლაში ეს მაჩვენებელი 5,5პროცენტი-ს შეადგენდა.

უფრო კონკრეტულად, II კვარტლის მონაცემებით, სახმელეთო სატრანსორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინგზო ტრანსპორტისა) სფეროში 76 207 პოლისია გაცემული, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16 439-ით აღემატება, ხოლო 2016 წლის II კვარტლის მონაცემს 23 006-ით.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 14,9პროცენტი სარგებლობს.

ერთი წლის განმავლობაში დაზღვევის ამ სახეობაში მოქმედი პოლისების რაოდენობა 12 741-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2018 წლის II კვარტალში ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევის 554 338 პოლისია მოქმედი, 2017 წლის II კვარტალში ეს მაჩვენებელი 541 597-ს შეადგენდა, 2016 წლის II კვარტალში კი 535 809-ს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი