მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგება შეუმცირდათ

image

წლის II კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 17 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისოების მოგება 14.9 მლნ ლარით არის შემცირებული. 

საანგარიშო პერიოდისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფიზიკურ პირებზე მილიონზე მეტი სესხი ჰქონდათ გაცემული, ხოლო იურიდიულ პირებზე კი 791 სესხი ჯამური ღირებულებით 18.2 მლნ ლარი. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან ყველაზე დიდი წილი ვაჭრობასა და მომსახურებაზე მოდის. 

საქართველოში 70 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი