ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4პროცენტი-ით შემცირდა

image

ივნისში, ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 15.4პროცენტი-ით შემცირდა, თუმცა 2018 წლის პირველი ნახევარში ექსპორტი 5.8პროცენტი-ით არის გაზრდილი. ამასთან, 2018 წლის ივნისში ექსპორტმა ქსელში მიწოდებული ენერგიის 16.0პროცენტი შეადგინა. ივნისში ექსპორტი ძირითადად განხორციელდა თურქეთის მიმართულებით (მთლიანი ექსპორტის 78.6პროცენტი), ხოლო დანარჩენი - რუსეთის (მთლიანი ექსპორტის 15.1პროცენტი), სომხეთის (მთლიანი ექსპორტის 4.3პროცენტი) და აზერბაიჯანის (მთლიანი ექსპორტის 2.1პროცენტი) მიმართულებით გადანაწილდა. ამასთან, თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი (76.2პროცენტი) 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერის პერიოდში ესკოს მიერ განსახორციელებელი ელექტროენერგიის იმპორტის ბარტერს მოხმარდება. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი