ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

image

2018 წლის ივნისში, საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასი წლიურად 2.9პროცენტი-ით გაიზარდა და კვტ.სთ-ზე 5.2 აშშ ცენტი შეადგინა. საბალანსო ბაზარზე ესკოს გავლით ჯამური მიწოდებული ელექტროენერგიის მხოლოდ 3.9პროცენტი ივაჭრებოდა. ივნისში, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტი იყო. თურქეთში საშუალო საბაზრო ფასი წლიურად 5.8პროცენტი-ით შემცირდა წინა წლის საკმაოდ დაბალი ბაზიდან (-17.0პროცენტი წ/წ) და კვტ.სთ-ზე 4.1 აშშ ცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საშუალო საბაზრო ფასი 1.1 აშშ ცენტით (21.6პროცენტი-ით) ჩამორჩება საქართველოში ელექტროენერგიის საბალანსო ფასს. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი