ვეკატერინე მიქაბაძე: Fitch-ის პოზიტიური შეფასება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და მაკროეკონომიკური მდგრადობითაა განპირობებული

image

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB- დონეზე დატოვა, პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის მიერ პოზიტიურად არის შეფასეული საქართველოში არსებული მდგომარეობა, რაც განპირობებულია ხელსაყრელი ბიზნეს და მმართველობითი გარემოს უზრუნველყოფით და რეგიონში არსებულიშოკების მიმართ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებით.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დაფიქსირებულ მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რაც როგორც შიდა მოთხოვნის (ძირითადად ინვესტიციების), ასევეექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის შედეგია.

Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება „BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, Fitch-ის რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობა და პროგრამის წარმატებული მიმდინარეობის პროცესი; ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემო; ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან თანხვედრა, გაუმჯობესება საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკრედიტო კომპანია Fitch-ის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების, მიმდინარე რეფორმების ფონზე საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, არსებული საგარეო ვალისადა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პირობებშიც კი გაიუმჯობესოს საკრედიტო რეიტინგი 1 საფეხურით და გადავიდეს „BB კატეგორიის მქონე ქვეყნების სიაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკრედიტო სარეიტინგო კომპანიის მკვეთრად დადებითი შეფასებები მნიშვნელოვანია საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის კაპიტალს მოზიდვისათვის.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მარტში სარეიტინგო კომპანია Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი