კვლევა: თბილისში მცხოვრებ ყოველ მესამე ადამიანს ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ

image

ყოველ მესამე თბილისელს (33პროცენტი) ერთხელ მაინც უმოგზაურია საზღვარგარეთ. თბილისელების 27პროცენტი პირადი მიზნით, ხოლო 11პროცენტი სამსახურეობრივი ვიზიტით ყოფილა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მოგზაურთათვის ყველაზე პოპულარული ქვეყანები თურქეთი (47პროცენტი), რუსეთი (36პროცენტი), გერმანია (34პროცენტი), აზერბაიჯანი (23პროცენტი) და  საფრანგეთია (21პროცენტი) აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ თურქეთში მოგზაურობა განსაკუთრებით პუპულარულია 24 წლამდე თბილისელებში, რუსეთში მოგზაურობის გამოცდილება უფროსი ასაკის (55+) თბილისელებს აქვთ, საშუალო ასაკის თბილისელები (25-34) კი გერმანიას ირჩევენ. ამის შესახებ „ეისითის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

2016 წელს ჩატარაბული კვლევაზე დაყრდნობით, მოგზაურთა შორის მკვეთრად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების მიმართ ინტერესი.

თბილისელების უმრავლესობა მოგზაურობისათვის საჭირო ბიუჯეტს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, ხოლო მათი უმეტესობა, ვინც სამოგზაუროდ  წასვლას ვერ ახერხებს, სწორედ უფულობას ასახელებს მთავარ მიზეზად.

კვლევის მონაცემები ადასტურებს, რომ ქალები ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობენ, კაცები კი მეგობრებთან ერთად. ამასთან, კაცები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც უფრო მეტ თანხას ხარჯავენ საზღვარგარეთ ყოფნისას ვიდრე ქალები.

კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0პროცენტი-6.5პროცენტი-იან შუალედში მერყეობს. კვლევისას პირისპირ ინტერვიუს მეთოდი გამოიყენეს.

 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი