ნავთობის ფასი გაიზარდა

image

2018 წლის 20 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 72.21 (+ 0,38)  დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა კი ბარელზე 66.43 (+ 0,52) დოლარი შეადგინა.

22 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „Opec+“- მა ნავთობის მოპოვების გაზრდის რეკომენდაცია გასცა.

5 ივლისს კი ტრამპიმა OPEC-ს ბენზინის ფასების შემცირებისკენ მოუწოდა. აპრილში აშშ-ს პრეზიდენტმა OPEC-ი ნავთობის მსოფლიო ფასებით მანილუპაციაში დაადანაშაულა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი