საარსებო მინიმუმი შემცირდა

image

საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა ივლისში 171 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით საარსებო მინიმუმი 2.5 ლარითაა შემცირებული. 

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 151 ლარი და 90 თეთრია. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 287 ლარს და 80 თეთრს შეადგენს. 

ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი შემდეგია: 

ორსულიანი - 243.1 ლარი 
სამსულიანი - 273.5 ლარი 
ოთხსულიანი - 303.9 ლარი 
ხუთსულიანი - 341.9 ლარი 
ექვსსულიანი და მეტი - 404.2 ლარი. 

საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი