საქართველოში 7 მილიონზე მეტი საგადასახადო ბარათია

image

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის ივლისში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7 644 295 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 810 456 ერთეული შეადგინა, საგადასახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 6 833 839 ერთეული.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2017 წლის ივლისში ბაზარზე იყო 633 725 საკრედიტო ბარათი და 8 616 752 სადებეტო ბარათი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი