გიორგი ქობულია: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა

image

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიასგანცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადიბერკეტი ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისმაქსიმალური დივერსიფიკაციაა.

მისი თქმით, დღესდღეობით ლარის კურსი მერყეობს, რადგანმნიშვნელოვანი მერყეობაა ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათშორის თურქეთში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭროპარტნიორია. როდესაც ამგვარი მკვეთრი გაუფასურება ხდება თურქეთში,ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ლარზეც.

როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, ლარის მერყეობა საშუალებასიძლევა შეიქმნას ე.წ. “უსაფრთხოების ბალიში” ეკონომიკისთვის, რაც ლარისდაცემით გამოწვეულ უარყოფით გავლენებს დააბალანსებს. გაუფასურებაამ შემთხვევაში გარკვეულწილად წარმოადგენს ბუფერს ჩვენიეკონომიკისათვის, რადგან ამ პირობებში ხდება ექსპორტისკონკურენტუნარიანობის ზრდა და ამავე დროს იზღუდება გაიაფებულიიმპორტი.

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი