Apple-მა თავისი შტაბ-ბინა 200 დოლარად შეაფასა

image

კომპანია Apple-მა გადასახადების დაზოგვის მიზნით თავისი შტაბ-ბინა 200 აშშ დოლარად შეაფასა. ამის შესახებ Bussines Insider-ი წერს. 

ამრიგად, კომპანიის შეფასება 5 მილიონჯერ ნაკლებია ოფიციალურ შეფასებასთან შედარებით, რომელიც სანტა-კლარას ოლქის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. სწორედ აქ მდებარეობს Apple Park-ი. 

2017-2018 წლებში კომპანიამ 66 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახები გადაიხადა და ოლქის ყველაზე მსხვილ გადამხდელებს შორის მოხვდა.

Apple Park-ის მშენებლობა 2011 წელს დაანონსა და 2017 წელს დასრულა. საოფისე ცენტი 12 000 თანამშრომელზეა გათვლილი.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ Apple-ი ტრილიონ დოლარამდე გაძვირდა

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი