აშშ-ში იშვიათი 5-ცენტიანი 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა

image

აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში 5-ცენტიანი 4,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ის ერთ-ერთია იმ 5 მონეტას შორის, რომელიც 1913 წელს გამოუშვეს. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

მედიის ცნობით, ლოტი ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა.  ეს მონეტა მანამდე ამერიკელ ფინანსისტს ლუი ელიასბერგს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1948 წელს შეიძინა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი