ამერიკული მედია: ჰაკერები ბანკომატებზე შეტევას გეგმავენ

image

რამდენიმე დღეში ჰაკერებმა შესაძლოა ბანკომატებიდან მილიონობით დოლარი მოიპარონ. „ATM cash-out“-ის სახელით ცნობილი გეგმა არა ერთ რომელიმე ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს. ამის შესახებ CBS News-ი წერს. 

ჰაკერების დანაშაულებრივი სქემა ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაშიფრა და ამის შესახებ ბანკებიც გააფრთხილა. 

არ არის გამორიცხული სქემა „ულიმიტო ოპერაციასაც“ შეიცავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰაკერებმა ბანკომატებიდან გამოსატანი თანხის დღიური ლიმიტი შესაძლოა გააუქმონ. 

როგორც წესი მსგავსი ოპერაციები უქმეებზე, შაბათ-კვირა ხორციელდება და ჰაკერები ძირითადად მცირე ან საშუალო ზომის ბანკებს ესხმიან თავს. 

2016 წლის მაისიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით რუსმა ჰაკერებმა შეერთებული შტატების Blacksburg-ის ნაციონალური ბანკის ორი სხვადასხვა ბანკომატიდან 2,4 მილიონი დოლარი მოიპარეს. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი