აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 2018-2025 წლების სტრატეგია ექნება

image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამუშაო შეხვედრაგამართა აჭარის ტურიზმისა და კურორტებისდეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზეგანიხილეს ტურიზმის 2018-2025 წლების სტრატეგიისმიხედვით ამ ეტაპზე არსებული კვლევები.

სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ისეთ თემატურკონცეფციებს, როგორებიცაა სერვისის განვითარება,  ტურისტული პროდუქტების განვითარება(მუნიციპალიტეტების მიხედვით) და ბათუმისისტორიული უბნის (ძველი ბათუმი), როგორცტურისტული პროდუქტის, განვითარებისმიმართულებებს.

როგორც თორნიიკე რიჟვაძემ განაცხადა, ტურიზმისდარგში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში,მსგავსი თემატური კვლევები უმნიშვნელოვანესია.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავება ხდება ერთ-ერთიტურისტულად წარმატებული ევროპული ქვეყნის(ხორვატია) მაგალითის გაზიარების მიხედვით.

რეგიონში ტურიზმის განვითარების გრძელვადიანმთავარ დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ტურიზმისა დაკურორტების დეპარტამენტმა გაზაფხულზე დაიწყო დაიგი საბოლოო სახეს დეკემბრის ბოლომდე მიიღებს.დოკუმენტის გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმაშიაჭარის ტურიზმის 2025 წელს მისაღწევი მიზნები დაშესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრება.

 

მომწოდებელი: news.ge

დატოვე კომენტარი