ბანკებმა ლარის სესხები გააძვირეს

image

1 ივლისისთვის (H1/2018)  უძრავი ქონების შესაძენი და სარემონტო სესხის საშუალო განაკვეთი 13.3%-ია (1/2017 – 12.9%). ინფორმაციას GBC.ge-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ავტოსესხის საბაზრო განაკვეთი  17.4%  (H1/2017) იყო და 18.3% (H1/2018) გახდა.  გაძვირებულია სამომხმარებლო სესხიც. 16.5%-დან, 18.6%-მდე. ასევე სალომბარდო,  21.6%-დან, 25%-მდე.

„ფიზიკური პირების დაკრედიტების ლარის პორტფელი 7.5 მილიარდი ლარია , მათ შორის 0.8 მლნ ინდმეწარმეებისთვის გაცემული სესხებია. სავალუტო სესხების მოცულობა $ 2 მლრდ-ია (ექვივალენტი 5 მლრდ ლარამდე)", - წერია ინფორმაციაში.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი