2017 წელს საქართველოში ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავალი 151.9 მილიონი ლარი იყო

image

2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული
207 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,4% თბილისშია განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, ბაზრებისა და ბაზრობების 20,8% - იმერეთში, 12,1% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 12,1% - კახეთში, 7,7% - ქვემო ქართლში, 4,8% - აჭარაში, 4,3% - შიდა ქართლში, 3,4% - სამცხე-ჯავახეთში, 1,5% 
- გურიაში, 1,9% - მცხეთა-მთიანეთში და 1% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის
რეგიონებშია განთავსებული.

ამასთან, საქსტატის ცნობით, ბაზრობების 96,6 % კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,4% - სახელმწიფო საკუთრებაში.

2017 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტები
ვაჭრობენ როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით. 

2017 წელს ბაზრებსა და ბაზრობებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,1 ათასი ადამიანი იყო, რომელთაგან 34,2 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 46,1 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

2017 წელს ბაზრების, ბაზრობების და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 151,9 მლნ. ლარი
შეადგინა.

ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის
(ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 56,4 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების
შემოსავლების 37,1%-ია.

54,7 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 8,2 პროცენტი - სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება.

2017 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 101,1 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 26,6 მლნ. ლარია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი