Twitter-ის აქციები 20%-ით დაეცა

image

კომპანია Twitter-ის აქციები 27 ივლისის მონაცემებით 20%-ით დაეცა. ინვესტორებმა ფულადი ქაღალდების გაყიდვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მიკრობლოგმა ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დადგინდა, რომ სოცქსელის თვიური აუდიტორია წლის მეორე კვარტალში 1 მილიონი ადამიანით შემცირდა. 

გარდა ამისა, კომპანიაში განაცხადეს, რომ აუდიტორიის შემცირდება გაგრძელდება, რადგან ოპერატიულად ამუშავდა სისტემა, რომელიც ებრძვის ყალბ ექაუნთებსა და სპამებს.

მსგავსი სიტუაცია მოხდა სოციალურ ქსელ Facebook-თანაც, - მისი აქციების ფასი 24%-ით დაეცა. 

მიმდინარე თვის დასაწყისში მიკრობლოგის გადაწყვეტილებით 70 მილიონი მომხმარებლის პირადი ანგარიში დაიბლოკა. მოგვიანებით კი კომპანიამ დაბლოკილი „ექაუნთების წაშლის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი ამ შეთხვევაში ყალბ ამბებთან ბრძოლა გახდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი