ვენესუელაში დენომინაცია გამოცხადდა და ბოლივარი კრიპტოვალუტას მიაბეს

image

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ეროვნული ვალუტის დენომინაცია გამოაცხადა. 20 აგვისტოდან ბოლივარს ხუთი ნული ჩამოსცილდება. როგორც Reuters-ი წერს, მადურომ განაცხადა, რომ ბოლივარი ვენესუელურ კრიპტოვალუტა Petro-ს მიებმება. ამ გზით ისინი ქვეყანაში ფინანსურ სტაბილიზაციას გეგმავენ. 

ვენესუელაში რამდენიმე წელია გრძელდება ეკონომიკური კრიზისი. ქვეყანაში პირველისაჭიროების პროდუქტების უკმარისობაა, რომელთა უმრავლესობის ფასი 2017 წელს ვენესუელურ ბოლივარში 1000%-ით გაუფასურდა. ექსპერტები 2018 წლის ბოლოს მილიონი პროცენტის ინფლაციას წინასწარმეტყველებენ.

მარტში ნიკოლას მადურომ დენომინაციის პროცესის დაწყება დააანონსა, რის დროსაც ბოლივარი სამ ნულს დაკარგავდა. ახალი ბანკნოტის გამოსვლა 4 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა უცნობ გაურკვეველ გადაიდო. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი