ბანკების ასოციაცია: ბანკების მოგების შემცირებაში საგანგაშო არაფერია

image

საქართველოს ბანკების ასოციაციის ვიცეპრეზდენტის გოგიტა ცუცქირიძის განცხადებით, ბანკების მოგების შემცირებაში საგანგაშო არაფერია. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა. სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგებამ 410 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება. 

ცუცქირიძე განმარტავს, რომ ბანკების მოგების შემცირება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან კავშირში არ არის, რომლის მიხედვითაც ფიზიკურ პირებს სესხებზე წვდომა გაურთულდათ. 

„ახალი რეგულაციებიდან სულ ერთი თვეა გასული. ამასთან ბანკების დაკრედიტების მაჩვენებელში 18%-ია ზრდა, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი, პირიქით საშუალოზე მაღალია. ამიტომ ამას ვერ ექნება ბმა ახალ რეგულაციებთან, რომელიც აწესებს უფრო მკაცრ პირობებს სესხების გაზრდაზე. 

რაც შეეხება მოგების ცვლილებას, 2 მიზეზი არსებობს, როდესაც მოგება მცირდება - ერთი არის, როდესაც საკრედიტო პორტფელი მცირდება და მეორე, როდესაც მცირდება საპროცენტო განაკვეთი. ბოლო წლები რომ ნახოთ, დაახლოებით 5%-ით არის შემცირებული საპროცენტო განაკვეთები სესხებზე.  კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევსხოლმე მოგების შემცირებას არის ზარალი და პრობლემური სესხების ზრდა. რაც ახლა გაზრდილი არ არის, აქედან გამომდინარე განსაკუთრებულს და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 8%-იანი ცვლილება არ არის დიდი შემცირება“,- აცხადებს ცუცქირიძე.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი