ვის ევალება დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნვეყოფა

image

პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.

ამ კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ მთავარ კითხვებზე imedinews-მა ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

სამინისტროში განმარტავენ, ვისთვისაა სავალდებულო დაგროვებითი პენსიის შენატანების უზრუნველყოფა.

შენატანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ყველა დასაქმებულს, თუმცა რეფორმის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ ის დასაქმებული ადამიანები, რომლებიც 40 ან მეტი ასაკის არიან, შეძლებენ ნებაყოფლობით დატოვონ სისტემა და მათ მოეხსნებათ გადახდის ვალდებულება. სისტემის დატოვებისთვის ამ კატეგორიის ადამიანებს ექნებათ 2 თვე.

ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი), და ყველა თვითდასაქმებულისთვის.

რაც შეეხება კითხვას, რა მოცულობით და ვის მიერ განხორციელდება საპენსიო შენატანები დასაქმებულის შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავად დასაქმებული ახორციელებს შენატანს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 2%-ის ოდენობით. ამასთან ერთად, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულია, რომ დასაქმებულს გადაუხადოს მისი დაუბეგრავი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 2%-ი.", - წერია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

ასევე დაინტერესებულ პირებს შეუძლია გაეცნონ ინფორმაციას, ვისზე ვრცელდება და არ ვრცელდება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი