თბილისში 2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა

image

კომპანია „თელასმა“ ოპერაციულ მაჩვენბელები გამოაქვეყნა, რომლის თანხმად, 2018 წლის პირველ ნახევარში კომპანია კომპანიამ 1 501 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,7% (81 მილიონი კვტ.სთ-ით) აღემატება 2017 წლის პირველი ნახევრის მოხმარების მოცულობას (1 420 მილიონი კვტ.სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 4,5% (26,6 ათასით) ზრდამ გამოიწვია.

2018 წლის იანვარ-ივნისში 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,5%-ით (75 მილიონი კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 1 450 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.

2018 წლის 6 თვის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 5 511 კმ შეადგინა, რაც 5,7%-ით (295 კმ-ით) აღემატება 2017 წლის 6 თვის მაჩვენებელს (5 216 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი