რატომ შემცირდა ბანკების მოგება - BOG-ის პასუხი

image

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე რამაზ კუკულაძე bm.ge-სთან ბანკების მოგების შემცირების მიზეზებს განმარტავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში (იანვარ-ივნისში) საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 410 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37.5 მლნ ლარით (8.4%-ით) ნაკლებია 2017 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე. 

რამაზ კუკულაძე ამბობს, რომ ბანკების მოგების შემცირება ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის გამოც სესხების გაცემა გარკვეული მიმართულებით შეიზღუდა. მისივე თქმით, მოგების შემცირება კონკურენციის ზრდამაც გამოიწვია. 

"როცა კონკურენცია იზრდება, ფასები ქვევით მოდის. მეორე არის რეგულაციები, რომელიც შემოიღო ეროვნულა ბანკმა, რაზეც გარკველ სეგმენტებზე ბაკნები ვეღარ მუშაობენ, ამან გამოიწვია ბანკების მოგების შემცირება",- აცხადებს კუკულაძე. 

რაც შეეხება მოლოდინებს, ბანკირი აცხადებს, რომ ბანკები პროდუქციის დივერსიფიცირებაზე მუშაობენ, რაც, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს მოგების ზრდას. 

"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე, მომსახურება უფრო დივერსიფიცირებული გახდება, რაც უზრნველყოფს იმ პროდუქტის მიწოდებას, რაც მომხმარებელს უნდა იმ ფასად, რაც მათთვის მისაღები იქნება",- აცხადებს კუკულაძე.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი