აქტივების მოცულობის კუთხით ბანკების ზრდა შენელებულია

image

დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრის ტარიელ გვალიას განცხადებით, აქტივების მოცულობის კუთხით, ბანკების ზრდა შენელებულია, ბანკების გაზრდილ მოგებაზე აპელირება კი - აჟიოტაჟი. 

"5-10 წლის წინ ბანკების ფინანსური მდგომარეობა ასეთი სახარბიელო არ იყო და დღესაც, რამდენადაც ქვეყნის მშპ არ იზედება 7-10%-ით, შესაბამისად ბანკების ზრდაც ძალიან შენელებულია, აქტივების მოცულობის კუთხით", - აღნიშნა გვალიამ გადაცემაში "საქმიანი დილა". 

მისი შეფასებით, ბანკების გაზრდილ მოგებაზე საუბარი არასწორია, რადგან ის მხოლოდ წინა წლების ფონზე ჩანს ასეთად. 

"ის მოგებიანობა, რაც ბოლო პერიოდში ბანკებმა აჩვენეს, გამომდინარეობს იქიდან, რომ ომის შემდგომ პერიოდში ძალიან ბევრი სესხი ჩამოიწერა და გაფუჭდა. როდესაც ჩვენ ვადარებთ წლების წინანდელ ბიზნეს-აქტივობას, ცხადია დღევანდელი ძალიან კარგად გამოიყურება და სწორედ ამან გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ ბანკების მოგება ძალიან გაზრდილია", - აღნიშნა გვალიამ. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი