ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შეიტანა

image

სახელმწიფო ბიუჯეტს ეროვნული ბანკის მოგებიდან შემოსავალი გაეზარდა, 2018 წლის პირველ 6 თვეში ეროვნულმა ბანკმა ბიუჯეტში 70 მილიონი ლარი შეიტანა. 2017 წლის ამავე პერიოდში კი სებ-ს სახელმწიფო ბიუჯეტში 65 მილიონი ლარი ჰქონდა შეტანილი. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

2017 წელს ეროვნულ ბანკს 127.63 მლნ ლარის მოგება უფიქსირდება. სულ წლის შემოსავალი კი, 122.4 მლნ ლარია.

ამასთან, 2016 წელთან შედარებით მკვეთრი კლებაა - გასულ წელს მოგება 472.1 მილიონი, წლის სრული შემოსავალი კი, 490.2 მილიონი ლარი იყო.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი