2018 წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან ბიუჯეტმა 63.5 მილიონი მიიღო

image

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-ივნისში „არაფინანსური აქტივების კლებით (პრივატიზაცით) მიღებული შემოსულობების მოცულობა 63.53 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა საპროგნოზო შემოსავალი 27.7 მილიონი იყო. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის ექვსი თვის გეგმა 317%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. ამ სეგმენტიდან 3.805 მილიონი მობილიზება მოხდა.

ძირითადი აქტივების გაყიდვიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 59.486 მილიონი ლარი მობილიზდა, რაც დაგეგმილზე 237.9%-ით მეტია.

არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებული შემოსულობები 4.034 მლნ ლარი იყო. ზრდა აქაც 149%-ზე მეტია.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი