Amazon-ის ღირებულებამ 900 მილიარდ დოლარს მიაღწია

image

პირველად კომპანიის არსებობის ისტორიაში. Amazon-ის ფასდაკლების კვირის დასრულების შემდეგ კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 900 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 

შედეგად Amazon-ი Apple-ის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული კომპანია გახდა. სფეროს სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კომპანიას დიდი შანსი აქვს ღირებულება ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს. 

Apple-ის ღირებულება 936 მილიარდ დოლარს შედგენს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებამ $150 მილიარდს გადააჭარბა და ბილ გეიტსის რეკორდი მოხსნა. 

ბიზნესმენის შემოსავლების შესამჩნევი ზრდა 2018 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ აპრილში ბეზოსის ქონება ორ დღეში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი