თბილისი „ჭკვიან ქალაქებს“ შორის 112-ე ადგილზეა

image

IESE Cities in Motion Index მიხედვით, თბილისი 80 ქვეყნის 165 ქალაქს შორის 112-ე ადგილზეა. უკვე მეორე წელია "ყველაზე ჭკვიან ქალაქად" ნიუ-იორკი სახელდება, მეორე და მესამე ადგილებზე კი ლონდონი და პარიზი არიან. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

მონაცემები გაანალიზებულია შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: ადამიანური კაპიტალი (ტალანტების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება); სოციალური ინტეგრაცია (კონსენსუსი ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფეს შორის); ეკონომიკური განვითარება, სატრანსპორტო და ეკოლოგიური განვითარება, ურბანული დაგეგმარება. 

თბილისს საუკეთესო შედეგი “გარემოს“ კრიტეიუმში აქვს - 39-ე ადგილი, ხოლო ყველაზე ცუდი კი ურბანულ დაგეგმარებაში - 130-ე ადგილი.  თბილისი 104-ე ადგილზეა ეკონომიკის კრიტერიუმში, ადამიანური კაპიტალის კრიტერიუმში 125-ზე, ტექნოლოგიების კრიტერიუმში კი 108-ზე. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი