ცნობილია ქვეყნები, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტი ტურისტი ეწვია

image

ავსტრალიურმა სამოგზაურო სააგენტო Intrepid-მა ახალი ინდექსი შექმნა, რომლის მიხედვითაც ითვლება, თუ რომელ ქვეყნებში აღემატება ტურისტების რაოდენობა მოსახლეობას. ინდექსის შექმნისას გამოიყენეს საერთაშორისო ვიზიტორების 2016 წლის მონაცემები, რითიც შეიქმნა "ტურიზმის სიმჭიდროვის ინდექსი".

სიის სათავეში ხორვატია მოხვდა, რომელსაც 2016 წელს  57 587 000 ტურისტი სტუმრობდა, ხორვატიის მოსახლეობა კი 4 170 600 ადამიანს ითვლის. ეს ნიშნავს, რომ 2016 წელს ხორვატიას საკუთარ მოსახლეობაზე 1380%-ით მეტი ტურისტი ეწვია.

ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება (2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით):

ხორვატია - 57 587 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი  4 170 600-ია - 1380.78%;

ისლანდია - 1 891 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 334 250-ია - 565.74%;

უნგრეთი - 5 2890 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 9 817 960-ია - 538.71%;

დანია - 28 692 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი  5 731 120-ია - 500.64%;

საფრანგეთი - 202 930 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 66 896 110-ია - 303.35%;

ჩეხეთი - 30 915 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 10 561 630-ია - 292.71%;

სინგაპური - 16 404 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 5 607 280-ია - 292.55%

კვიპროსი - 3 286 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 1 170 130-ია - 280.82%;

საბერძნეთი - 28 071 000 ტურისტი ეწვია, მოსახლოება კი 10 746 740-ია - 261.20%;

ესპანეთი - 115 561 000 ტურისტი ეწვია, მოსახლეობა კი 46 443 960-ია - 248.82%.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი