ტანსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდი დასახელდა

image

მსოფლიო საძიებო პლატფორმა Lyst-მა მოდის ინდუსტრიების მომხმარებლების გამოწერები შეისწავლა და 2018 წლის მეორე კვარტლში ტანსაცმლის ყველაზე პოპულარული ბრენდები დაასახელა.

კომპანიის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში ტანსაცმლის 12 000 ბრენდის ყოველთვიური ონლაინ შეკვეთები შეისწავლა. როგორც გაირკვა, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი იტალიური მოდის სახლი Gucci-ა.

მეორე ადგილზე Off-While აღმოჩნდა, რომელიც Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორის ვირჯილა აბლოს საკუთარი ბრენდია.

რეიტინგში მესამე ადგილზე Balenciaga გავიდა. ათეულში ასევე მოხვდნენ Givenchy, Dolce & Gabbana, Vetements-ი, Versace, Fendi, Nike და Prada.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი