ბიზნესს 550 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერება

image

2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ბიზნესისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ინიციატივა პრემიერ-მინისტრ, მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის. იმისთვის, რომ ბიზნესმა განაგრძოს სრულფასოვანი საქმიანობა, ბახტაძემ განაცხადა, რომ  დავალიანება 36 000 გადამხდელს ჩამოეწერებოდა.


საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით დღეს განიხილა. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ  კომიტეტის სხდომაზე განაცხადა,  ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ  საგადასახადო დავალიანებებს, მასზე დარიცხულ ჯარიმებსა და სანქციების ჩამოწერას გულისხმობს.


მისი თქმით, ჯამში აღნიშნული ინიციატივა არა 36 000 გადამხდელს, არამედ დაახლოებით 28 000-მდე გადამხდელს შეხება.  ჯამური თანხა კი, რისი ჩამოწერაც მოხდება ცვლილების შედეგად არის 550 მილიონი ლარი.


საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს პირველი მოსმენით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი