ავტომანქანების რეექსპორტი იზრდება

image

ავტომანქანების რეექსპორტის მაჩვენებელი მზარდია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს ქვეყანიდან 235 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომანქანა გავიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 41%-ით მეტია. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ეს ციფრი 2014 წლის მაჩვენებელს ჯერ ისევ მნიშვნელოვნად- 54%-ით ჩამორჩება. რაოდენობრივ გამოხატულებაში, 2017 წელს ექსპორტის სახით სულ 29 ათასი ერთეული მსუბუქი მანქანა გავიდა, მაშინ როცა 2014-ში ეს ციფრი 45 ათასს აჭარბებდა. საქსტატის მონაცემებში აღსანიშნავია კიდევ ერთი სეგმენტი, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მოტოციკლების ექსპორტი. თუკი 2014 წელს მათი რაოდენობა სულ 45 ერთეული იყო, უკვე 2017-ში ექსპორტის სახით 243 ერთეული იქნა გატანილი.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი