მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 25 მილიონი ლარი ისესხა

image

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების დღევანდელ აუქციონზე 25 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 64 020 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.016 პროცენტით განისაზღვრა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი