საერთაშორისო რეზერვების მოცულობა იზრდება

image

2018 წლის ივნისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 3,005 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.6%-ით მეტია, თუმცა, წინა თვესთან მიმართებით მცირედით (0.3%- ით) ნაკლები. საბიუჯეტო ოფისის მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში სებ-ის მიერ სავალუტო აუქციონზე განხორციელდა 278.4 მლნ აშშ დოლარის, 2017 წელს 129.8 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2018 წლის აპრილ-ივნისში 50 მლნ აშშ დოლარის შეძენა. 2016 წელს განხორციელდა 280.0 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა ლარის კურსზე ერთჯერადი შოკების გასანეიტრალებლად.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი