Amazon-ის დამფუძნებლის ქონებამ $150 მილიარდს გადააჭარბა და ბილ გეიტსის რეკორდი მოხსნა

image

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მდიდარი კაცია. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

ბეზოსის ანგარიშზე 150 მილიარდზე მეტი დოლარია, რითაც მან კონკურენტები უკან ჩამოიტოვა. 

ბიზნესმენის შემოსავლების შესამჩნევი ზრდა 2018 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ აპრილში ბეზოსის ქონება ორ დღეში 9 მილიარდი დოლარით გაიზარდა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მარკ ცუკერბერგმა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში უორენ ბაფეტს გაუსწრო. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი