ბლოკჩეინი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას

image

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, დაგეგმილი პროგრამების შესასრულებლად საბიუჯეტო ხარჯების ზრდა არ იგეგმება. როგორც მან პარლამენტში საკომიტეტო მოსმანაზე განაცხადა, ასევე არ იგეგმება საგარეო ვალის ზრდა. 

„ფულების მიმართვა გადაყრა და ა.შ. არ მოხდება. მთავრობის შიგნით უნდა ვეძებოთ ეფექტურობა, რომ ეს დისბალანსი შევამციროთ. შორს ვარ იმისგან, რომ ამ დისბალანსს უახლოეს წლებში დავხურავთ. მაგრამ, ადამიანები უნდა გახდნენ ეკონომიკური აქტორები. 

ჩვენი საგადასახადო სისტემა არის ზრდაზე ორიენტირებული სისტემა. ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებულია. ვალი პრაქტიკულად სტაბილურია და მომავალში არ ვაპირებთ გაზრდას, საუბარია საგარეო ვალზე. 

მცირე მთავრობა ფარატინა ფურცელად არ უნდა დარჩეს. 

რევოლუცია მოახდინა ბლოკჩეინმა. ეს ახალი ხილია, როგორც ჩვენთვის ისე ევროპისთვის. ეს გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას. მაინინგის 6% მოდის ჩვენზე. ციფრული მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - ამბობს მაჭავარიანი. 

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი