რამდენმა მიკროავტობუსმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება?

image

“სიცრუეა, რომ ტექ-დათვალიერება გაუვლელი მიკროავტობუსები არის ხაზზე”-ამის შესახებ შპს „თბილისის მიკროავტობუსების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია მიქიაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, 1600-ზე მეტ მიკროავტობუსს ტექ-დათვალიერება უკვე ჩაუტარდა, ხოლო 18 ერთეულ სამარშუტო ტაქსიში ხარვეზები დაფიქსირდა. როგორც მიქიაშვილი ამბობს, 2011 წლიდან მიკრო ავტობუსები წელიწადში ორჯერ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტირებულ ტექ-დათვალიერების ცენტრებში მოწმდებიან, რის შემდეგადაც კომპანიაში შესაბამის საბუთს წარადგენენ. 

“ტექ დათვალიერებას რაც შეეხება ჩვენი ყველა მიკრო ავტობუსი 2011 წლიდან კანონით დადგენილი წესით წელიწადში ორჯერ გადის ტექ-დათვალიერებას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტირებულ ტექ-დათვალიერების ცენტრებში. ჩვენთან მოდის მძღოლი, რომელსაც მოაქვს საბუთი, რომ ტექ-დათვალიერება გაიარა, შესაბამისად, ამის ხარისხზე პასუხისმგებელი კერძო კომპანია ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მოწმობა მოაქვს მძღოლს. რამდენიმე მიკროავტობუსია დაახლოებით 10-18 ერთეული, რომელსაც დაუდგინდა ხარვეზი. ასევე კანონით დადგენილია ვადა, რომელშიც ის ასწორებს ხარვეზსს და შემდეგ ბრუნდება ხაზზე. თუმცა იმასაც გეტყვით, რომ საკრებულოს დადგენილებით 1306 მიკროავტობუსი უნდა იყოს ზაფხულის პერიოდში დედაქალაქში ხაზზე. სტატისტიკით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ, გავლილი აქვს ტექ-დათვალიერება 1600-ზე მეტ მიკრო ავტობუსს, შესაბამისად, ის რომ ტექ-დათვალიერება გაუვლელი მიკროავტობუსები არის ხაზზე, ეს არის სიცრუე”, - ამბობს ნათია მიქიაშვილი შპს „თბილისის მიკროავტობუსების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი