Tesla ჩინეთში საწარმოს ააშენებს

image

Tesla-ს აქციების ფასი 1.7%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მანქანათმწარმოებელმა კომპანიამ ჩინეთში მასშტაბური საწარმოს გახსნა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ CNBC წერს. 

პირველად Bloomerg-ი წერდა, რომ Tesla-ს გეგმებში ისეთი საწარმოს აშენება შედიოდა, რომელიც 1 წელში 500 ათას ავტომობილს ჩინელი მომხმარებლებისთვის გამოუშვებდა. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Tesla გერმანიაში საწარმოს აშენების იდეას განიხილავს. უცხოური მედიის ინფორმაციით, კომპანია ევროპაში აკუმულატორებისა და გადაცემათა კოლოფის დამზადებას გეგმავს. ეს ინფორმაცია ჯერ მანქანათმწარმოებელ ამერიკულ კომპანიას არ დაუდასტურებია. 

საერთო ჯამში, ილონ მასკი მსოფლიოს მასშტაბით 10-12 საწარმოს აშენებას, ელექტრო ავტომობილების წარმოების ხარჯის შესამცირებლად გეგმავს.  

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი