Uber-მა Lime-თან გარიგება გააფორმა

image

Uber-მა Lime-თან გარიგება გააფორმა და სატრანსპორტო კომპანიაში ინვესტიციაც განახორციელა. მიზეზი ქალაქის სკუტერების სერვისის განვითარებაა. ამის შესახებ BBC წერს. 

საუბარია $335 მილიონზე, რომელსაც კომპანია სერვისის განვითარებას მოახმარს. გარიგების მიხედვით, ამიერიდან Uber-ის მანქანების საზიარო აპლიკაციის მომხმარებლები Lime-ის ელექტრო სკუტერების დაქირავებასაც შეძლებენ. 

რამდენიმე კვირის წინ Lime-მა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე კომპანია ევროპის 26 ქალაქში საქმიანობის გააფართოებს. აშშ-ის გარდა ამ ეტაპზე კომპანია ევროპის 4 ქალაქში - ბერლინში, ბრემენში, ფრანქფურტსა და ციურიხში ოპერირებს.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი