ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი იყიდა

image

საქართველოს ეროვნული ბანკმა მორიგი ინტერვენცია განახორციელა და დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი იყიდა. ინფორმაციას თავად ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შედეგად საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4405 შეადგინა.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია უკვე მესამედ განახორციელა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი