მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კავკასუსკრედიტს" რეგისტრაცია გაუუქმდა

image

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კავკასუსკრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა. ამავე განკარგულების მიხედვით, უნდა დაიწყოს ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესიც, ლიკვიდატორად კი ედიშენ ჩოკორაია დაინიშნა. ,,კავკასუსკრედიტს“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ერთი თვის ვადაში აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, ბაზარზე 71 მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, წლის დასაწყისიდან დღემდე კი რეგისტრაცია სამ სუბიექტს გაუუქმდა. 

როგორც ეროვნულ ბანკში bm.ge-ს განუცხადეს, არცერთ შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი გაკოტრება არ ყოფილა და ამ გადაწყვეტილებების საფუძველი თავად ორგანიზაციების განაცხადები იყო.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი