სამომხმარებლო სესხების წილი ცალსახად შემცირებულია

image

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციების შემდეგ, რომელიც მაისში ამოქმედდა სამომმხმარებლო სესხების ზრდის ტენდენცია ცალსახად შემცირებულია. 

"საბანკო სექტორი ველოდებით ივლისის შედეგებს, რომელიც მალე გახდება ცნობილი. ჩვენი მოლოდინია, რომ ახალი რეგულაციების შედეგად ძირითადად დაფინანსდება უზრუნველყოფილი და იპოთეკური სესხები, შესაბამისად ახალ დაფინანსებაში სამომმხმარებლო სესხების წილი შემცირებული იქნება. სესხების ზრდის ტენდენცია ცალსახად შემცირებულია. თიბისი ბანკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ივნისის განმავლობაში ძირითადი აქცენტი ჩვენს მიერ გადატანილი იყო იპოთეკური სესხების დაფინანსებაზე, შესაბამისად სამომხმარებლო სესხების წილი შემცირებულია", - აღნიშნა ბუცხრიკიძემ

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი