ლოგიკურია რომ ბანკებს მაღალი პროცენტები აქვთ

image

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციაციის ხელმძღვანელი BM.GE-თან მეწარმეთა საჭიროებებზე საუბრობს. მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით დამწყები ბიზნესისთვის, მთავარი გამოწვევა კვლავ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. 

მისი თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული “საგარანტიო ფონდი” წინაპირობაა, რომ გაცლებით მეტი ადამიანი ჩაერთოს მეწარმეობაში, რადგან უზრუნველყოფის გარანტორად, რაც ბიზნესისთვის დღეს პრობლემაა, სახელმწიფო გამოვა. 

„მოქნილი საბანკო სისტემა გვაქვს, თუმცა ბიზნესისთვის პროცენტი და უზრუნველყოფის ნაწილია პრობლემური, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რისკები მაღალია, ლოგიკურია რომ ბანკებს მაღალი პროცენტები აქვთ“-აცხადებს ჭელიძე. 

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი 2015-2020 წლების სტრატეგიაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის, რაც დოკუმენტშია ასახული მთავრობის პრიორიტეტებშიცაა. 

„ბიზნესს სჭირდება ინოვაციები. საგადასახადო წნეხი პრაქტიკულად მოიხსნა, თუმცა კანონმდებლობაა დასახვეწი. “აწარმოე საქართველოში” პროგრამას სჭირდება გაფართოვება, ექსპორტიორებს სჭირდებათ ხელშეწყობა. კარგია, რომ ექსპორტის დაზღვევა შემოდის. ეს ყველაფერი სტრატეგიის ნაწილია“,-განმარტავს ჭელიძე. 

„ჩემი აზრით, მიკროგრანტების პროგრამა უნდა გაფართოვდეს. ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ უნდა იყოს ეს პროგრამა არა პილოტურ რეჟიმში, არამედ 10 წელი მაინც. მიკროგრანტების პროგრამა აუცილებელია“-აცხადებს ჭელიძე.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი