უმსხვილესი ოფშორული კაპიტალის მქონე ქვეყნების რეიტინგი გამოქვეყნდა

image

Global Management Consulting-მა მსოფლიოს უმსხვილესი ოფშორების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 2017 წლის მონაცემებს ეფუძნება. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს, სადაც საბანკო სექტორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 9%–ია, ქვეყნის ოფშორულ კაპიტალი კი 2.3 ტრილიონი აშშ დოლარია.  

მეორე ადგილზე ჰონგ-კონგია, რომელიც, რეალურად არ არის ოფშორული ზონა. ეს არის თავისუფალი პორტი, სადაც არ იბეგრება იმპორტი და არ არსებობს დამატებული ღირებულების გადასახადი. ოფშორული კაპიტალი 1.1 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია.

მესამე ადგილს კი სინგაპური იკავებს რომელიც დაბალი საგადასახადო განაკვეთების გამო, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, ხოლო თავად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან როლს ტრანსნაციონალური კორპორაციები თამაშობს. სინგაპურში საერთო ჯამში  სულ 5 ტუპის გადასახადია: მათ შორის არის მოგების და სახელფასო გადასახადებიც. ჯამში გადასახადების საერთო მოცემულობა 27,1 % უტოლდება.

მეოთხე ადგილზე აშშ-ია, რომლის ოფშორული კაპიტალიც 0.7 ტრილიონი აშშ დოლარია. აშშ-ში თავად ტერმინი "ოფშორი" ფედერალურ და ცალკეული შტატის დონეზე არ ფიგურირებს. ამის მიუხედავად, აშშ-ში ბიზნესისა და საგადასახადო კანონმდებლობის გარკვეული ნორმები ინვესტორებისათვის “საგადასახადო სამოთხეს” ქმნის. 

რეიტინგის პირველ ხუთეულშია ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ოფშორულ ზონად მიიჩნევა. მენის კუნძულების ოფშორული კაპიტალი 0,3 ტრილიონ ამერიკული დოლარია. 

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ფული ტრიალებს (წყარო : Global Management Consulting. 2017 წლის მონაცემები): 

შვეიცარია - საბანკო სექტორი - მშპს 9%–ს შეადგენს; ოფშორული კაპიტალი $2.3 ტრლნ. 

ჰონგ-კონგი - არ იბეგრება იმპორტი და არ არსებობს დღგ.; ოფშორული კაპიტალი $1.1 ტრლნ. 

სინგაპური - სულ 5 ტიპის გადასახადი - მშპ-ს 27,1%; ოფშორული კაპიტალი $0.7 ტრლნ. 

ნორმანდიის კუნძულები და მენის კუნძული - მოგების გადასახადი 0%  და საშემოსავლო გადასახადი 20%; ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

გაერთიანებული საემიროები - გადასახადებისგან თავისუფალი; ოფშორული კაპიტალი $0.5 ტრლნ. 

ლუქსემბურგი - 1000-ზე მეტი საინვესტიციო ფონდი და 200–ზე მეტი ბანკი; ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

დიდი ბრიტანეთი - ბიზნესისათვის ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა; ოფშორული კაპიტალი $0.3 ტრლნ. 

მონაკო - გარანტირებული საბანკო საიდუმლოება, ოფშორული კაპიტალი $0.2 ტრლნ. 

ბაჰრეინი - თავისუფალი ბაზარი, ოფშორული კაპიტალი $0.2 ტრლნ.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი