აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში 904 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო

image

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით მხარდაჭერილია 372 პროექტი. ინფორმაცია პროექტის ვებგვერდზე გავრცელდა.  

მხარდაჭერილი პროექტები მოიცავს ინდუსტრიულ, სოფლის, სასტუმროს და ქონების მიმართულებებს. მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 904 მლნ ლარზე მეტია. 

აქედან, კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული  სესხების მოცულობა 472 მლნ ლარზე მეტია.

"აწარმოე საქართველოში"-ს ცნობით, ამ პროექტებით სულ შეიქმნება 14 700- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი