პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში 49 სასტუმრო აშენდება

image

2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 49 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 135 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 49 სასტუმროს მშენებლობის შემდეგ 1400-ზე მეტი ახალ სამუშაო ადგილი იქნება. 

სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

პროგრამა რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი