საკრედიტო ბარათებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთები საქართველოსა და მსოფლიოში

image

ხორვატიის, მაკედონიისა და პოლონეთის შემდეგ, საქართველოში საკრედიტო ბარათებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია შერჩეულ 13 ქვეყანას შორის და ის 22,8%-ს შეადგენს. კვლევა ISET-მა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 13 ქვეყანაში ჩაატარა და ის მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდს მოიცავს. ყველაზე დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხორვატიაში ფიქსირდება- 11,4%-ის ოდენობით, ყველაზე მაღალი კი ის უკრაინაშია-45,1%. რუსეთში ბარათებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 28,7%-ს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს - სომხეთში ის საქართველოს ოდენობისაა-22,8%, აზერბაიჯანში კი უფრო მაღალი და 27,5%-მდე ადის.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი