ბიზნესს საკუთარი აქტივების გამოყენების საშუალება უნდა ჰქონდეს

image

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ცოტნე ყავლაშვილის განცხადებით, ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰქონდეს საკუთარი აქტივების გამოყენების საშუალება, რაც დღგ-ს ავტომატური დაბრუნების რეფორმამ უზრუნველყო. 

"გაცილებით მეტ ბიზნესს ხელმისაწვდომი გაუხდა აქტივები, ეს ნიშნავს უფასო ფულს მათ ბიზნესში და გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობას", - ამის შესახებ ყავლაშვილმა გადაცემაში "საქმის კურსი“ რეფორმის 6 თვის შედეგების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, სამინისტროს მიზანია, რომ მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში უკვე ადამიანური რესურსის ჩართულობის გარეშე, სპეციალური სისტემის საშუალებით მოხდეს დღგ-ს დაბრუნება. 

"წლის ბოლომდე ჯამში 400-450 მილიონის დღგ დაბრუნდება. 2019-20 წლებში კი როდესაც სისტემა ჩაირთვება გაცილებით დიდი იქნება ის თანხები, რომლებიც ავტომატურად დაბრუნდება“-აღნიშნა ყავლაშვილმა.

მომწოდებელი: www.bm.ge

დატოვე კომენტარი