Amazon-ის ფასდაკლება 16 ივლისს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდხანს გაგრძელდება

image

16 ივლისს Amazon-ი მომხმარებელს უამრავ სიახლეს ჰპირდება. კომპანიის განმარტებით Amazon Prime-ი მიმდინარე წელს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდხანს გაგრძელდება. ამის შესახებ CNBC წერს. 

როგორც Amazon-ში აცხადებენ, საყოველთაო ფასდაკლება 36 საათის განმავლობაში გაგრძელდება და წელს პირველად შეთავაზებები სურსათზეც ექნება. Amazon Prime-ი თბილისის დროით 11:00 საათზე (3 p.m. ET) ჩაირთვება. 

Amazon-ში განმარტეს, რომ Prime Day 2018 მომხმარებელს მილიონზე მეტ ექსკლუზიურ შეთავაზებას მსოფლიოს მასშტაბით გაუკთებს. 

გასულ წლის ამავე ღონისძიებაზე Amazon-მა $1 მილიარდი მიიღო გაყიდვებიდან. კომპანიამ თქვა, რომ მსოფლიო მასშტაბით Prime მომხმარებლების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა. 

Amazon-მა Prime Day-ს სერვისი პირველად 2015 წელს აამოქმედა. 

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი