ცნობილია, რა დარღვევების შემთხვევაში დაჯარიმდებიან სავალუტო ჯიხურები

image

სავალუტო ჯიხურის რეგისტრაციისა და რეგულირების წესით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანებაში წერია. ინფორმაციას" ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც ბრძანებაშია განმარტებული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის/ფილიალის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ განსაზღვრული პუნქტის/ფილიალის ვალდებულებების შეუსრულებლობა 2 000 ლარის დაჯარიმებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის თითოეული ოპერაცია უნდა აისახოს პროგრამულად და ამოიბეჭდოს შესაბამისი ქვითარი, რომელიც უნდა გადაეცეს კლიენტს.

ასევე მკაცრდება, შესაფერისობის კრიტერიუმებისა და საოპერაციო ფართის მოწყობის კუთხით სარეგისტრაციო მოთხოვნები. კერძოდ, ახალი წესის თანახმად, პუნქტის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირის მიერ სებ-ში წარდგენილ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დირექტორის და ბენეფიციარი მესაკუთრის/ მესაკუთრის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების შესახებ. დირექტორის, აქციონერის/პარტნიორის და ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლეობის თაობაზე ცნობისდედანი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გაცემიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს, ხოლო უცხო ქვეყნების შემთხვევაში – 60 კალენდარულ დღეს.

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალი წესი თებერვალში დაამტკიცა და 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.

მომწოდებელი: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი